CSB-ის ადმინისტრაციის შეხვედრა მესამე კურსის სტუდენტებთან

14 ივნისი 2021

 

11 ივნისს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა, ბიზნესის სკოლის მესამე ეტაპის სტუდენტებისთვის საბაკალავრო პროგრამის კონცეტრაციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. 



საბაკალავრო პროგრამა ოთხ კონცეტრაციას მოიცავს: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი და საბუღალტრო აღრიცხვა, აუდიტი. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონცენტრაციის მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ. კონცენტრაციის აკადემიურმა პერსონალმა ასევე ისაუბრა კარიერული და სწავლის გაგრძელების პერსპექტივის შესახებ თითოეული მიმართულებისთვის. შეხვედრის ბოლოს, მათ სტუდენტებს წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები გააცნეს.