University of St Andrews-ის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 ოქტომბერი 2018

5 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის University of St Andrews-ის სამაგისტრო პროგრამების დირექტორმა და მენეჯმენტის სკოლის პროფესორმა, ჯული ბრუქსმა პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სამაგისტრო პროგრამებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ.

 

University of St Andrews, 2018 წლის მონაცემებით, ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის მესამე ადგილზეა, მისი მენეჯმენტისა და ბიზნესის პროგრამები კი, პირველ ადგილზე.