აღნიშნული მოდელი ამოქმედდება სექტემბრიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
- სრული განაკვეთი: 1 წელი
- დასაშვები ხანგრძლივობა: 3 წელი
სწავლების ენა: ქართული.
მისანიჭებელი ხარისხი: კვლევის მაგისტრი მენეჯმენტში / Research Master of Management.
პროგრამის მეორე ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს და ორიენტირებულია კვლევითი, ანალიტიკური და სტრატეგიული კომპეტენციების განვითარებაზე. იგი აერთიანებს სავალდებულო და არჩევით კურსებს, ასევე 30 ECTS კრედიტის მოცულობის სამაგისტრო ნაშრომს/კვლევით კომპონენტს.
კარიერული წინსვლა
პროგრამის მეორე ნაწილი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიღრმაოს კვლევითი და ანალიტიკური უნარები, რაც მნიშვნელოვანია მმართველობითი, საკონსულტაციო, ანალიტიკური და სტრატეგიული მიმართულებებით კარიერული წინსვლისთვის. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა ხელს უწყობს რეალური მენეჯერული პრობლემების კვლევას, არგუმენტირებული რეკომენდაციების შემუშავებას და კურსდამთავრებულის პროფესიული კონკურენტუნარიანობის ზრდას.
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ეფუძნება კავკასიის ბიზნესის სკოლის გამოცდილებას და განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც სურთ თანამედროვე მენეჯმენტის მიდგომების, პრაქტიკული მართვის ინსტრუმენტებისა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება. პროგრამა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას ეტაპობრივად განავითაროს მენეჯერული, ანალიტიკური, კვლევითი და სტრატეგიული კომპეტენციები და გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი თანამედროვე ბიზნეს გარემოში.
