აღნიშნული მოდელი ამოქმედდება სექტემბრიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
- სრული განაკვეთი: 1 წელი
- დასაშვები ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი ხარისხი: მენეჯმენტის მაგისტრი / Master of Management.
პროგრამის პირველი ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს და მიზნად ისახავს მენეჯმენტის საბაზო, ფუნქციური და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას. სტუდენტი ეუფლება ბიზნეს ანალიტიკის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, მეწარმეობის, ოპერაციების, პროექტების, ინოვაციების, სტრატეგიული მენეჯმენტისა და მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების ძირითად საკითხებს.
კარიერული წინსვლა: პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა განავითაროს მენეჯერული კარიერა კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში. პროგრამა ამზადებს სტუდენტს საშუალო რგოლის, კოორდინაციისა და საოპერაციო/ფუნქციური მართვის პოზიციებისთვის, მათ შორის პროექტების, ადამიანური რესურსების, მარკეტინგის, გაყიდვების, ოპერაციების და ადმინისტრაციული მართვის მიმართულებით.
მოქნილობა: სამაგისტრო პროგრამის სასწავლო პროცესი დაგეგმილია ისე, რომ სტუდენტმა შეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ბიზნეს ამოცანებთან დაკავშირება და მენეჯერული კომპეტენციების ეტაპობრივად განვითარება.
პროგრამა ეფუძნება კავკასიის ბიზნესის სკოლის გამოცდილებას და განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც სურთ თანამედროვე მენეჯმენტის მიდგომების, პრაქტიკული მართვის ინსტრუმენტებისა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება. პროგრამა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას ეტაპობრივად განავითაროს მენეჯერული, ანალიტიკური და სტრატეგიული კომპეტენციები და გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი თანამედროვე ბიზნეს გარემოში.
