კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ ვერულავამ 8 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ანკარაში (თურქეთი) გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმის "გლობალური მიგრაციის ფენომენი - უსაფრთხოება, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მიმართულებები“ (INTERNATIONAL SYMPOSIUM "GLOBAL MIGRATION PHENOMENON" With Its Security, Economic, Social, Political and Cultural Dimensions)
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო 19 ქვეყნის 60-მდე მკვლევრის ნაშრომი. თენგიზ ვერულავას მოხსენება "Migration of Students: A Sociological Perspectives" შეეხო სტუდენტთა მიგრაციის კულტურულ ადაპტაციასთან დაკავშირებულ ისეთი პრობლემებთან, როგორიცაა კულტურული შოკი, ფსიქო-სოციალური სირთულეები და ინტერპერსონალური კონფლიქტები, რაც უარყოფითად მოქმედებს მიგრანტი სტუდენტების სოციალიზაციაზე.
ნაშრომი გამოქვეყნდა შრომათა კრებულში.