კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აფლირებული, ასოცირებული პროფესორი, ნათია ქათამაძე იმყოფებოდა შინაგანი მედიცინის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (ECIM2025), რომელიც გახლავთ სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება.
კონფერენციაზე მიწვეული გახლდათ თემაზე “პრობიოტიკების როლი პრედიაბეტის მკურნალობაში” მომხსენებლად.
თემა შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ნაწლავის მიკროფლორის ზეგავლენა შაქრიანი დიაბეტისა და ინსულინრეზისტენტობის მიმდინარეობაზე. ნაწლავის ბარიერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიმსუქნისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროცესში. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და ინსულინრეზისტენტობის მქონე პაციენტებში ნახშირწყლოვანი ცვლის გაუმჯობესების შესწავლა ნაწლავის ფლორის აღდგენის გზით. მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის შეფასებით დადგინდა მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების ხარისხობრივი მონაცემები და მკურნალობის ფონზე, დინამიკაში მათი ცვლილებები. გამოვლინდა, რომ ხანგრძლივი დროით პრობიოტიკების ჩართვამ დადებითი გავლენა მოახდინა თითქმის ყველა გასტრო-ინტესტინურ ჩივილზე. ეს მონაცემები თანხვედრაშია რამდენიმე ექსპერიმენტულ და კლინიკურ კვლევასთან, სადაც გამოვლინდა მჭიდრო კავშირი ნახშირწყლოვან ცვლასა და ნაწლავურ მიკროფლორას შორის.
კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნა პოსტერ პრეზენტაციის სახით შინაგანი მედიცინის საერთაშორისო კონფერენციაზე - ECIM 2025 ქ. ფლორენციაში.