დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისა და დიპლომატიური კარიერისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მქონე კურსდამთავრებულების აღზრდა, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან უახლესი თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც ასე აუცილებელია საქართველოსთვის, მისი ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფის, საქართველოს გლობალური პარტნიორობის გაღრმავებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებში სრულფასოვნი ინტეგრირებისთვის.
სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია ამ სფეროს სპეციალისტებით და გამოჩენილი წარმომადგენლებით საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ისტორიის, საერთაშორისო სამართლის სფეროდან. შედეგად, პროგრამა წარმატებით აღწევს დასახულ მიზანს და სტუდენტები ეუფლებიან სიღრმისეულ ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო მართვის, საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ორგანიზაციების, გლობალიზაციის, კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების სფეროებში.
აღსანიშავია ასევე, რომ სახელმწიფო მართვის სკოლაში, ევროკავშირის ერასმუს + პროგრამით დაფინანსებული მასშტაბური პროექტის - „Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia“ (PESTUGE) ფარგლებში, 2016 წელს ფუნქციონირება დაიწყო მშვიდობის კვლევების ინსტიტუტმა (Institute of Peace Studies). პროექტის დასასრულისთვის ინსტიტუტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, თემატური ბიბლიოთეკითა და სტუდენტური სივრცით. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა უკვე აქვთ მონაწილეობა მიიღონ ინსტიტუტის საქმიანობაში (მოუსმინონ საჯარო ლექციებს კონფლიქტისა და მშვიდობის თემაზე, მონაწილეობა მიიღონ თემატური საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო და მოსამზადებელ პროცესში, მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი პროდუქტის, იქნება ეს კონფლიქტების თემაზე ელექტრონული ბუკლეტები თუ სხვადსხვა კვლევითი პუბლიკაციები, შემუშავებაში). აღსანიშნავია, რომ PESTUGE-ს ფარგლებში ორ ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს მშვიდობის კვლევებში მსოფლიოში წამყვან ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა ირლანდიის ტრინიტის კოლეჯი (Trinity College University) და ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University), ასევე ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტი (The University of Innsbruck).
სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
იხილეთ სამაგისტრო პროგრამის ბროშურა.