უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა გადავიდა 1+1 მოდელზე, რომელიც ამოქმედება 2026-2027 აკადემიური წლიდან.
პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან.
დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის I ნაწილის მიზანია მოამზადოს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელიც:
- აღწერს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებს, თეორიებს, ანალიზის მოდელებს და პრაქტიკას.
- აანალიზებს საერთაშორისო ურთიერთობებში აქტორთა როლსა და ადგილს, აფასებს და განასხვავებს სახელმწიფო და არასახელმწიო აქტორთა პოლიტიკურ დღის წესრიგს დაინტერესებს.
პროგრამის ხანგრძლივობა - დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის სტანდარტული ხანგრძლივობაა 1 წელი.
მისანიჭებელი ხარისხი - საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.
სწავლების ენა - ქართული
კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი შესაძლებელია დასაქმდეს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე არასამთავრობო სექტორში, სხვადასხვა პროფილის მქონე კერძო ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებში.
