უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გადავიდა 1+1 მოდელზე, რომელიც ამოქმედება 2026-2027 აკადემიური წლიდან.
პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან.
სტრატეგული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის II ნაწილის მიზანია:
- ხელი შეუწყოს საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის განვითარებას, საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ანტიკორუფციული პროცესების განმტკიცებას.
- მოამზადოს კვლევითი და სტრატეგიული კომუნიკაციის უნარებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი სპეციალისტები პროფესიული დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობა - სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის II ნაწილის სტანდარტული ხანგრძლივობაა 1 წელი. სტანდარტული ვადის ამოწურვის შემდეგ სტუდენტს შეუძლია სწავლა განაგრძნობს არაუმეტეს 4 სემესტრის (ორი აკადემიური წელი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.
მისანიჭებელი ხარისხი - კვლევის მაგისტრი საჯარო მმართველობაში.
სწავლების ენა - ქართული
კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ საჯარო მმართველობის კვლევის მაგისტრი შესაძლებელია დასაქმდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის ხელისუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საკონსულტაციო ორგანიზაციებში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, ისეთ თანამდებობებზე და ლიდერულ პოზიციებზე, რომლებიც დაკავშირებულია კვლევითი და ანალიტიკური ფუნქციების შესრულებასთან.
