G-PAC

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, პროექტის - "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) მხარდაჭერით ახორციელებს საჯარო მართვის ქართულენოვანი საკითხავი მასალის შემუშავებას. საკითხავი მასალა მოიცავს ორ თემას: საჯარო მართვის ადმინისტრაციული სისტემა და საჯარო პოლიტიკის პროცესი. მასალა განკუთვნილი იქნება საჯარო მართვის/საჯარო პოლიტიკის სტუდენეტებისათვის. ნაშრომის საბოლოო დასრულებამდე, პროექტი ითვალისწინებს მასალის გაცნობას იმ უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ საჯარო მართვის/საჯარო პოლიტიკის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამები.

შეხვედრა, რომელიც დაგეგმილია კავკასიის უნივერსიტეტში 16 მაისს 17 საათზე, ითვალისწინებს გააცნოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ნაშრომი. მათ ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ შენიშვნები და რეკომენდაციები. ნაშრომის მომზადება დასრულდება 2014 წლის ივნისში.