26 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში, გაიმართა ვორკშოპი სტუდენტებისთვის: „როგორ მოვემზადოთ კონფერენციისთვის სოციალურ მეცნიერებებში?“ ვორკშოპს სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ეკა აკობია გაუძღვა. სამუშაო შეხვედრა განკუთვნილი იყო CSG-ის სტუდენტებისთვის, რომლებიც წელს ან მომავალში მონაწილეობას გეგმავენ მონაწილეობას სასკოლო/საუნივერსიტეტო აკადემიურ კონფერენციაში და ამასთან მათთვის, ვინც აქტიურ კვლევით/აკადემიურ საქმიანობას გეგმავს.
ვორკშოპზე განიხილეს შემდეგი თემები:
- თემის შერჩევა და კვლევის ფოკუსის დავიწროვება
- კვლევითი ესეს ორი ტიპი: არგუმენტირებული ესე და ანალიტიკური ესე
- აბსტრაქტის (მოკლე მონახაზი) მომზადება
- კვლევის მეთოდები და კვლევის დიზაინი
- რა არის ლიტერატურის მიმოხილვა?
- რისთვის გვჭირდება ლიტერატურის მიმოხილვა?
- თეორიის როლი და გამოყენება
- პერეფრაზი და პირდაპირი ციტატა
- წყაროების ციტირება და ბიბლიოგრაფია
- როგორ წარვადგინოთ პრეზენტაცია? (8 სასარგებლო წესი)
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, მსგავსი შინაარსის სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.