კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლამ საჯარო მმართველობის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის კონკურსზე წარადგინა, ხოლო აფხაზეთის ა/რ მთავრობის გადაწყვეტილებით, თეონა მჭედლიშვილს ემუხვარის სახელობის სტიპენდია მიენიჭა.
თეონას განსაკუთრებით აინტერესებს მშვიდობის შენების თეორიები და კონფლიქტების ტრანსფორმაციის თანამედროვე მიდგომები. იგი მონაწილეობას იღებს ამ კუთხით სხვადასხვა ტრენინგებსა თუ პროგრამებში. ამასთან, თეონა აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო მართვის სკოლის ელექტრონული ბიულეტენის - „სიახლეები ოკუპირებული რეგიონებიდან“ მომზადებაში.
აღსანიშნავია, რომ სტიპენდია გადაეცემათ პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მაგისტრატურის სტუდენტებს.
იხილეთ სიუჟეტი.