სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთოებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ანა ანუშიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

4 ივლისი 2022

1 ივლისს,  სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ანა ანუშიძის სადისერტაციო ნაშრომის - ,,2003 – 2013 წლების აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევა პოსტსაბჭოური მემკვიდრეობის, მმართველობის ფორმისა და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის პრიზმაში“  საჯარო დაცვა გაიმართა

 

დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი სერგი კაპანაძე.

სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ სადისერტაციო კომისიის წევრები:

ეკა აკობია-პროფესორი, დეკანი, სახელმწიფო მართვის სკოლა

თორნიკე თურმანიძე- პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთბების მიმართულება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო მართვის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი

გიორგი მუჩაიძე-ასოცირებული პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა

გიორგი ცხადაია-ასოცირებული პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა

ფიქრია ასანიშვილი-კომისიის მოწვეული წევრი, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინეს რეცენზენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ დავითაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის  პროფესორმა ემირ ეთერიამ. დასასრულს, გაიმართა თემის ირგვლივ სამეცნიერო დისკუსია და დოქტორანტმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

 

სადისერტაციო კომისიის შეფასებით,  ანა ანუშიძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.