კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია Nispacee 29-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე

22 ოქტომბერი 2021

21 ოქტომბერს, ლიუბლიანაში (სლოვენია), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (Nispacee) 29- ყოველწლიური კონფერენცია -  „მოქალაქეთა მონაწილეობა და გაძლიერება - კოლაბორაციული ინოვაცია მმართველობაში“ ("Citizens' Engagement and Empowerment - The Era of Collaborative Innovation in Governance") გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობია. პანდემიის გათვალისწინებით, კონფერენცია შერეულ ფორმატში გაიმართა. 

 

ტრადიციულად, გახსნით სესიაზე Nispacee-ს სამდივნო აცხადებს მზია მიქელაძის სახელობის წლის საუკეთესო სადოქტორო ნაშრომის ნომინაციის გამარჯვებულს. 2020 წლის მზია მიქელაძის სახელობის ჯილდო გადაეცა ზაგრების უნივერსიტეტის დოქტორანტს, პეტრა დურმანს.  

 

კონფერენციის ღია სესიაზე ეკა აკობიამ  წარმოადგინა კვლევა საჯარო მმართველობა კონფლიქტის ქვეყნებშისაქართველოს შემთხვევა“. მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია. აღსანიშნავია, რომ კვლევა შესულია პალგრეივ მაკმილანის გამოცემულ წიგნშისაჯარო ადმინისტრაცია კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში“, რედ. იურაი ნემეცი და . . რედი (2021). 

 

20 ოქტომბერს, ეკა აკობიამ ასევე მონაწილეობა მიიღო Nispacee- საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ორგანიზაციის საქმიანობის მიმდინარე დღის წესრიგი და 2022 წლის წლის კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები

 

Nispacee არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტების წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროში განათლების, ტრენინგების, კვლევისა და პროფესიონალთა ქსელის ჩამოყალიბების საქმეში და მიზნად ისახავს დემოკრატიული და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობას რეგიონში (ქსელში გაწევრიანებულია რეგიონის 80-ზე მეტი უნივერსიტეტი).