მეტი ევროპა მთაში

21 მაისი 2019

21 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფის პროექტის „მეტი ევროპა მთაში“ პრეზენტაცია ჩატარდა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობითა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

პროექტი ემსახეურება საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის: მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო ზემო-სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის 47 მაღალმთიან სკოლაში ლექცია-შეხვედრების ჩატარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შესაებ. პროექტის ბენეფიციარებს შეადგენენ 9-12 კლასის მოსწავლეები.

 

პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მაღალმთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებთან განურჩევლად სკოლაში არსებული მოსწავლეების რაოდენობისა, რადგან მთაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ საკმარისი წარმოდგენა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის შესახებ. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შექმნიან თავისუფალ თემებს, სახელწოდებით „მე-ევროპელი ელჩი“, რის შემდეგაც პროექტის გუნდი თითო მუნიციპალიტეტიდან გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს ექვსთვიან მანდატს პროექტის სახელით, რათა გამოაღვიძოს სამოქალაქო აქტივიზმი ევროპული მიმართულებით საკუთარ თემში.

 

ამასთან პროექტი აძლევს შანსს სტუდენტებს, საქართველოს უნივერსიტეტებიდან, ჩაერთონ პროექტში და კომპეტენციის ფარგლებში ჩაატარონ ლექცია-შეხვედრები მაღალთიანი სკოლის მოსწავლეებისთვის.

 

  • პროექტის მიზანია:
  • ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შესახებ;
  • ბრძოლა ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასთან;
  • სტუდენტური პლატფორმის შექმნა;
  • მთაში სამოქალაქო აქტივიზმის გამოცოცხლება.