სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირი: ინსტიტუტები და მმართველობა“

19 ივნისი 2019

19 ივნისს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ჟან მონეს პროფესორის, ბატონი სერგი კაპანაძის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირი: ინსტიტუტები და მმართველობა“.

 

კონფერენცია მიეძღვნა ევროკავშირის პოლიტიკებისა და ინსტიტუტების სიღრმისეულ შესწავლას როგორც ისტორიული განვითარების, ასევე თანამედროვე პერსპექტივის ჭრილში.

 

კონფერენციისთვის განკუთვნილმა თემატიკამ ფართო რეზონანსი გამოიწვია სტუდენტებში. სახელმწფო მართვის სკოლის ოცდახუთამდე სტუდენტმა შექმნა ნაშრომი და წარმოადგინა კვლევითი მიგნებები.

 

ეს იყო რიგით მე-3 სტუდენტური კონფერენცია, რომლის ორგანიზება უზრუნველყო ჟან მონეს პროფესორმა. მსგავსი აქტივობებით ხდება სტუდენტებში ევროკავშირის სწავლებისადმი ინტერესის გაღვივება და ასევე, ცნობიერების გაზრდა ევროკავშირის, როგორც გლობალური ნორმატიული აქტორის შესახებ.