CSH-ის აფილირებული პროფესორის სამეცნიერო მონოგრაფია რიტორიკის შესახებ

8 მაისი 2024

წიგნის ავტორიტეტულმა საერთაშორისო აკადემიურმა გამომცემლობამ - Peter Lang ესპანურ ენაზე გამოსცა კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის ვლადიმერ ლუარსაბიშვილის სამეცნიერო მონოგრაფია რიტორიკის შესახებ - Retórica cultural: metáfora, contexto, traducción - Las voces de Rubén Darío, Miguel de Unamuno, Gabriel Aresti, Kirmen Uribe y Harkaitz Cano. 

აღსანიშნავია, რომ ამავე გამომცემლობის მიერ 2024 წელს ვლადიმერ ლუარსაბიშვილის თანაავტორობით ასევე გამოიცა წიგნი ძალადობის ლეგიტიმაციის შესახებ კოვიდ-პანდემიის კონტექსტში: The Legitimization of Violence. Individual, Crowd, and Authority during the Covid-19 Pandemic.

 

წიგნები განკუთვნილია როგორც სამეცნიერო წრეებისათვის, ისე საკითხით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისათვის.