CSH-ის პროფესორი საერთაშორისო სიმპოზიუმზე - ,,ენა კონფლიქტსა და ომში''

15 ნოემბერი 2023

5-9 ნოემბერს, შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე  იმყოფებოდა საერთაშორისო სიმპოზიუმზე  სპეციალურად მიწვეული მკვლევრის სტატუსით ამერიკელ, ესტონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად. იხ. ინფრომაცია ბმულზე.

 

სიმპოზიუმის თემატიკა იყო - ,,ენა კონფლიქტსა და ომში.''

 

მარიამ მანჯგალაძემ წაიკითხა მოხსენება - სახელმწიფო ენის ეკოლოგიის საკითხები თანამედროვე საქართველოში.

 

სიმპოზიუმი წარიმართა შერეული ფორმატით. თითოეული მოხსენების შემდეგ იყო საინტერესო მსჯელობა. მარიამ მანჯგალაძემ, სიმპოზიუმის დახურვისას, მონაწილეობა მიიღო შემაჯამებელ დისკუსიაშიც.  

 

ამავე ვიზიტისას, შედგა შეხვედრა მალმოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლებთან. დაზუსტდა კავკასიის უნივერსიტეტსა და მალმოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხი ერსამუსის პროექტის ფარგლებში.

 

ასევე იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ლუნდის უნივერსიტეტში ახალგაზრდა მკვლევრების მიწვევით.  მათი არაფორმალური შეხვედრების ფორმატი, საუკეთესო გამოცდილების სახით, შეიძლება დაინერგოს კავკასიის უნივერსიტეტშიც.