ვარშავის უნივერსიტეტის ევროპის ცენტრის სამეცნიერო ჟურნალის „Studies in European Affairs” 2021 წლის მეორე გამოცემაში დაიბეჭდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორების გურანდა ჭელიძისა და ელისაბედ მაჩიტიძის სტატია “The Main Problems in the Relations Between the European Union and Turkey”.
ნაშრომში წარმოდგენილია ურთიერთობების განვითარების დინამიკა თურქეთსა და ევროკავშირს შორის, ყურადღება გამახვილებულია თურქეთის ევროგაერთიანებაში გაწევრიანების გაჭიანურების პრობლემებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე; განხილულია სხვადასხვა კონცეფცია ორი მხარის პოზიციებისა და ქმედებების შესახებ შემდგომი ურთიერთობების დარეგულირებისა და განვითარების კონტექსტში; თურქეთისა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები.
ჟურნალი ინდექსირებულია ციტირებისა და აბსტრაქტების შემდეგ ბაზებში: DOAJ, EBSCO, ERIH PLUS, CEEOL, CEJSH, Google Scholar, Crossref, BAZEKON, INDEX COPERNICUS, Dimensions, MIAR.
სტატია შეგიძლიათ იხილოთ https://www.ce.uw.edu.pl/pliki/pw/2-2021-Chelidze.pdf