CSH-სასწავლო ტური მცხეთაში

10 აპრილი 2018

22 აპრილს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის სპეციალობის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები სასწავლო ტურზე, სვეტიცხოველში იმყოფებოდნენ. ტურს ხელმძღვანელობდნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ  მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე და კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის დირექტორი, ბიზნესის სკოლის პროფესორი თემურ ხუციშვილი.

 

სასწავლო ტურის ფარგლებში სტუდენტებმა გაიხსენეს მცხეთისა და სვეტიცხოვლის ისტორია, დაათვალიერეს სვეტიცხოვლის ტაძარი, მოისმინეს სხვადასხვა მოსაზრება სვეტიცხოვლის მშენებლობისა და ისტორიის, ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესახებ. თემურ ხუციშვილის ხელმძღვანელობით სტრუდენტებმა სვეტიცხოვლის დეტალურად გაცნობის მიზნით  შეადგინეს საინფორმაციო დამხმარე მასალა. სასწავლო ტურმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებს შორის. დაისახა  ისტორიის სპეციალობის სტუდენტების მიერ სამომავლოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელების გეგმები.