26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე მიწვეული იყო ბაქოში, აზერბაიჯანის უცხო ენათა უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს ქამალ აბდულას მიერ, ლექციების წასაკითხად.
აღსანიშნავია, რომ დღემდე აზერბაიჯანის არცერთ უნივერსიტეტში არ ისწავლებოდა საგანი „ქართული ენა და კულტურა“. სტუდენტების მიღწეული შედეგიდან და ინტერესიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დისტანციური ლექციები საქართველოდან გაგრძელდება, ხოლო გაზაფხულის სემესტრის ბოლოს, მარიამ მანჯგალაძეს კვლავ მიიწვევენ უცხო ენათა უნივერსიტეტში ლექციების ინტენსიური კურსის წასაკითხად.
სტუდენტები უკვე წერენ და კითხულობენ ქართულად, შეუძლიათ მარტივად საუბარი ქართულ კულტურასა და დამწერლობაზე.