შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან

30 ნოემბერი 2022

29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.

 

სტუდენტები გაეცნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობასა და როლს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და პერსპექტივებს.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში. კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებზე.

 

კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მხრიდან, ხაზი გაესვა კავკასიის უნივერსიტეტის როლს ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში, უნივერსიტეტში განხორციელებულ ჟან მონეს პროექტებსა და ამ პროექტების ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციების მნიშვნელობას.

 

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.