18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ღია ლექცია თემაზე - ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპია და სხეულზე ორიენტირებული თერაპია.
ლექციას წარუძღვა კლინიკური ფსიქოლოგი, ჯგუფური ფსიქოთერაპევტი, ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის ფასილიტატორი, სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ტრენერი ანი ახმეტელი.
ღია ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: გროფის კვლევები, როგორ მივიდა ჰოლოტროპამდე; როგორ და რა სიღრმეებზე მუშაობს ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპია; რა პროცესები მიმდინარეობს ჰოლოტროპული სუნთქვისას სხეულში; როდის იწყება და სრულდება ჰოლოტროპული სესიის დროს მიღებული ეფექტი; რა სახის შედეგი შეიძლება მიიღოს ჰოლოტროპის მონაწილემ; ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის ეთიკური საკითხები და ა.შ.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე დეტალური პასუხები მიიღეს.