კავკასიის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია ითხვისის ნაქალაქარზე

10 ივლისი 2019

2019 წლის ივლისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ბრაგვაძე.

 

ექსპედიციამ შეისწავლა დაახლოებით 300 მ2 ფართობი და გამოავლინა გვიან ელინისტური ხანის ნაგებობა, განვითრებული შუასაუკუნეების მარანი და წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარი. გვიან ელინისტური ხანის ნაგებობა თარიღდება ძვ.წ. I-ახ.წ. I საუკუნით და მას ანალოგი არ გააჩნია დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიაში, რადგან იგი ამ ეპოქის ერთად-ერთი ნაგებობაა. განვითრებული შუასაუკუნეების მარანი XII-XIII საუკუნით თარიღდება და ისიც თავის მხრივ წარმოადგენს უნიკალურ მოვლენას, რადგან ამ პერიოდის ასეთი ფართობის მარანი დღემდე გამოვლენილი არ იყო წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარი ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებს მიეკუთვნება.

 

არქეოლოგიურ გათხრებში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის მიმართულების სტუდენტები. ექსპედიცია დაფინანსებული იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.