„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ - ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონი

20 მარტი 2024

18  მარტს, „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციაში“, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, შედგა პირველი ღონისძიება: ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონი, რომელიც სამ ეტაპადაა დაგეგმილი.

 

სტუდენტებმა ისაუბრეს ოთარ ჭილაძის შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე და, კალიგრაფ დავით მაისურაძის ხელმძღვანელობით, დაიწყეს კალიგრაფიული ნიმუშების შექმნა. 24 მარტს ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონური შეხვედრების მონაწილეები ნამუშევრებს საბოლოო სახეს მისცემენ და წარადგენენ კავკასიის უნივერსიტეტში.

 

CU-ში წლების განმავლობაში ხორციელდება აღნიშნული პროექტი „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ (ავტორი - პროფესორი მარიამ მანჯგალაძე), რომელიც ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ქართველურ ენათა და დიალექტთა შესწავლასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

 

ქართული ენის დღეების ღონისძიებათა ციკლს ჰყავს ერთგული მხარდამჭერები და თანაორგანიზატორები, მათ შორისაა „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია“, რომელიც უკვე უკვე მესამე წელია,  ერთობლივად შემუშავებული პროექტების საფუძველზე თანამშრომლობს ჩვენთან.