შეხვედრა აბიტურიენტებთან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

7 მაისი 2022

 

5 მაისს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების მიმართულების დამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი “.

სემინარს უძღვებოდნენ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.

 

მოსწავლეებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების პროცესები საქართველოში, მათი მნიშვნელობა და პერსპექტივები, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის მნიშვნელობას.

 

სემინარის წარმართვაში ასევე მონაწილეობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელები და პედაგოგები. სემინარი წარიმართა დისკუსიის რეჟიმში.

 

 მონაწილეებს გადაეცათ  სერტიფიკატები და  საჩუქრები კავკასიის უნივერსიტეტისგან, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის მიმართულების კაბინეტს კი, დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“, რომელიც მომზადდა და გამოიცა Erasmus+ ჟან მონეს პროექტის - „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში.