16 ოქტომბერს, „თარგმანის თეორიის საფუძვლების“ სასწავლო კურსის ფარგლებში, პროფ. მანანა მათიაშვილის ინიციატივით, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები ცნობილ მთარგმნელსა და აღმოსავლეთმცოდნეს, ბატონ დავით ახალაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, დავით ახალაძემ ისაუბრა ინგლისურენოვანი პროზისა და პოეზიის ქართულად თარგმნის თავისებურებებსა და პრობლემურ საკითხებზე. სტუმარმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება გაამახვილა თარგმნის პროცესში წარმოქმნილ სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და სტუმართან დისკუსიაში ჩართულიყვნენ.
