საჯარო ლექცია თემაზე - რატომ ლექსიკოგრაფია?

4 ივნისი 2022

2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“  - პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - რატომ ლექსიკოგრაფია? 

 

ლექციაზე განხილული იყო ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობა როგორც ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, ისე ენის სტანდარტიზაციისა და მისი დაცვის ჭრილში. 

 

პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს გააცნო ეტიმოლოგიური, განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონების ისტორია, თავისებურებები და თანამედროვე ტექნოლოგია, ასევე, წარუდგინა ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ შემუშავებული ლექსიკონები, პარალელური კორპუსი, სასწავლო-სამეცნიერო მასალა და მანქანური თარგმანი. 

 

 

საჯარო ლექციამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის შემდეგ კი  საინტერესო დისკუსიაც შედგა.