უკანაკსნელ წლებში საისტორიო მეცნიერება დიდ ყურადღებას უთმობს ერთი საუკუნის წინანდელი მოვლენების შესწავლასა და შეფასებას. თურქეთის სამეცნიერო წრეებმა არაერთი სამეცნიერო ფორუმი მიუძღვნეს პირველი მსოფლიო ომის დასრულებას, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების 100 წლისთავს, ეროვნული ჰიმნის საუკუნოვან იუბილეს. ამჯერადაც, ტრადიციულად, სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სიმპოზიუმს. სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრების მიერ წარმოდგენილი ორმოცამდე ნაშრომი შეეხო თურქეთში მიმდინარე პროცესებს 1918-1923 წლებში. მომხსენებელთა შორის იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები გურანდა ჭელიძე და ელისაბედ მაჩიტიძე. ფართო აუდიტორიამ მოისმინა მოხსენება თემაზე „1921 წლის ქართული პრესა თურქეთში მიმდინარე პროცესების შესახებ“. გამოხმაურებამ წარმოდგენილი კვლევის ირგვლივ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული წყაროების, მათ შორის, პრესის მასალების მნიშვნელობას მსოფლიო ისტორიის კველვის საქმეში.