საჯარო ლექცია - "ბრძოლა საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოებრივი თავისუფლებისათვის. კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი"

20 მარტი 2024

19 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს უმასპინძლა, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - "ბრძოლა საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოებრივი თავისუფლებისათვის. კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი".

 

ღონისძიება მიეძღვნა კათალიკოს-პატრიარქის ამბროსის გასამართლების 100 წლისთავს. სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ აღნიშნული პერიოდის საქართველოს ისტორიის ნაცნობი თუ უცნობი ფაქტები, გაეანალიზებინათ ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე მდგარი გამოწვევები. ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.