2 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები სასწავლო კურსის ფარგლებში ბოლნისს ეწვივნენ.
სტუდენტებმა მოინახულეს ბოლნისის სიონი, ბოლნის-ქაფანაქჩისა და წუღრუღაშენის ეკლესიები. ადგილზე გაეცნენ ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ძეგლებს. სასწავლო შეხვედრას ქართული ხელოვნების ისტორიის ლექტორი - ეკატერინე კვაჭანტირაძე უძღვებოდა.
სტუდენტებმა ვიზიტის ფარგლებში მომზადებული დავალებები წარმოადგინეს. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებისთვის სალექციო კურსზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ძეგლების უშუალოდ შესწავლისა და მათი ისტორიული, მხატვრული და არქიტექტურული თავისებურებების უკეთ გააზრების შესაძლებლობის მიცემა.
ბოლნისში ვიზიტი სასწავლო კურსის სწავლების ნაწილია. მანამდე სტუდენტები თბილისის ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ, ასევე დაგეგმილია კახეთის რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლისა და ანანურის კომპლექსის მონახულებაც.
ვიზიტი სრულად დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.
