10-14 ივლისს, ლოპოტა სპა რეზორტში, ლოზანის უნივერსიტეტის თაოსნობითა და საქართველოს სამი უნივერსიტეტის - კავკასიის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მხარდაჭერით, ტარდება საზაფხულო სკოლა თემაზე: „მულტიკულტურული დემოკრატიები”.
სიახლეები
ივნ
ვიზიტი სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში
13-17 ივნისს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი გურანდა ჭელიძე იმყოფებოდა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში.
ივნ
მოდერნიზმის დღეები კავკასიის უნივერსიტეტში
6-8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია, „ლიბრარეამ“, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით, ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის ახალგაზრდა მკვლევარებს უმასპინძლა, რომლებმაც ისაუბრეს ინგლისური და ამერიკული მაღალი მოდერნიზმის შესახებ.
ივნ
საჯარო ლექცია თემაზე - რატომ ლექსიკოგრაფია?
2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“ - პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - რატომ ლექსიკოგრაფია?
ივნ
საუბრები ლიბრარეაში - „მრავალმნიშვნელიანობა - პრობლემური ენობრივი მოვლენა“
1 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ''ლიბრარეა''-ში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას წარუძღვა მკვლევარი ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით, ირაკლი სალია, თემაზე - მრავალმნიშვნელიანობა (Ambiguity) - პრობლემური ენობრივი მოვლენა.
მაი
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
30 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
მაი
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების საერთაშორისო წარმატება
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომები, ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.
მაი
შეხვედრა აბიტურიენტებთან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში
5 მაისს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების მიმართულების დამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი “.
აპრ
ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში
4 აპრილს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ლექციას, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებიც სტუმრობდნენ.
მარ
ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის - რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა
29 მარტს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა ვორკშოპი სოციოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, თემაზე: „რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა“.