პარტნიორობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და რადიო „თავისუფლების" მედია სკოლის ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ.
მხარეების შეთანხმების საფუძველზე, რადიო „თავისუფლების" პროექტის ფარგლებში – "ისწავლე და იმუშავე რადიო თავისუფლებასთან ერთად", კავკასიის მედიის სკოლას სისტემატურად შეეძლება რადიოში სტაჟირებაზე სტუდენტების წარდგინება.
პროცედურის მიხედვით, რადიო „თავისუფლების" პროექტის ყოველ ახალ ნაკადზე კავკასიის მედიის სკოლის ადმინისტრაცია რეკომენდაციას გაუწევს რამდენიმე სტუდენტს, რომელთა სტაჟირებაზე აყვანაც მოხდება გასაუბრების გავლის შემდეგ.
"ისწავლე და იმუშავე რადიო თავისუფლებასთან ერთად" რადიოს ახალი პროექტია. მათ, ვინც ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება და უნდა მიიღოს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, რადიო „თავისუფლება" სტაჟირების ორთვიან კურსებს სთავაზობს. კავკასიის მედიის სკოლის ყველაზე მაღალრეიტინგული IV კურსის სტუდენტები უკვე იქნებიან წარმოდგენილნი სტაჟირების ახალი პროექტის პირველ ნაკადში.
იხილეთ მაესტროს სიუჟეტი
იხილეთ ფოტოები
იხილეთ გაზეთ "პრაიმ ტაიმის" სტატია
იხილეთ გაზეთ "ქრონიკის" სტატია
მემორანდუმი რადიო „თავისუფლებასთან"
11 იანვარი