დღესდღეობით სოციალური მედია საკმაოდ პოპულარულ პლატფორმად იქცა ხელოვნებისთვის. როდესაც ვსაუბრობთ ფოტოგრაფიაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ინსტაგრამი. ამ ფოტოპროექტში წარმოდგენილია ფოტოები, თემით „ინსტა-ქალაქი“ - ქალაქი (კონკრეტულად კი თბილისი), როგორსაც მას ინსტაგრამზე ვხედავთ.
აღსანიშნავია ,რომ ამ პროექტში წარმოდგენილი 37 ფოტო ერთ სტილში არ არის გადაღებული. მინდოდა მეჩვენებინა, თუ რამდენად განსხვავებულ შეგრძნებას იძლევა ქალაქის ყოველი კუთხე, ადამიანების გარეშეც კი. პროექტი დაყოფილია 5 ნაწილად:
- ColorCity - ფერები ყველაზე მოულოდნელ ადგილასაც კი შეიძლება იპოვო;
- GhostCity - ადამიანების გარეშე (და ზოგჯერ ადამიანებთან ერთადაც კი) არის ქალაქში ადგილები, რომლებიც ბინდისა და იდუმალების შეგრძნებას გვიტოვებენ;
- LineShapes - ყველა ქალაქს უდევს საფუძველში ფორმები, ზოლები, რომლებიც განსაკუთრებით შესამჩნევია შენობებში;
- PastelCity - არის მომენტები, როდესაც ცა ისეთ ფერს იღებს, რომ გვგონია თითქოს მთელ ქალაქს ვარდისფერი სათვალეებიდან ვხედავდეთ - მაგიური მომენტებია;
- Topsy-Turvy – ბოლო და ყველაზე დიდი ნაწილი შედგება 13 ფოტოსგან. ყოველი მათგანი თითქოსდა შეიძლება ზემოხსენებულ 4 ნაწილში გადავანაწილოთ, მაგრამ ამ ფოტოებს ერთი თემა აკავშირებთ - ქვემოდან დანახული ქალაქი. ჩვენს ქალაქში (განსაკუთრებით დღესდღეობით) საკმაოდ ბევრი შენობაა, ნელ-ნელა იწყებენ ცათამბრჯენების აგებასაც.ქ ვემოდან ადვილად შესამჩნევია, თუ რამდენად დიდია ქალაქი ჩვენზე, თუმცა დათრგუნვის მაგივრად ეს ჩვენში ალბათ უფრო ეიფორიის შეგრძნებას იწვევს - ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ხელით ავაგეთ.
იხილეთ პროექტი.