მედიახელოვნებისა და რეჟისურის პროგრამის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრები (2017)

12 ივლისი 2017

ლევან მოსეშვილი - ციდან დანახული საქართველო

 

პროექტის კონცეფცია

 

ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა დამენახა სამყარო, რომელსაც ფრინველები ხედავენ. როდესაც ჩემს ცხოვრებაში დადგა პროფესიის არჩევის ეტაპი, გადავწყვიტე არა მხოლოდ ამ ყველაფრის დანახვა, არამედ სხვებისთვის გადაცემაც. ასე გადავწყვიტე სატელევიზიო-საოპერატორო საქმიანობა დამეწყო, შევიძინე დრონი, რომელმაც მომცა საშუალება ამეხდინა ბავშვობის ოცნება. სწორედ ამიტომ ავირჩიე ვიდეო-პროექტი.

 

„ციდან დანახული საქართველო“ - ამ ვიდეოთი მსურს დაგანახოთ რამდენად ლამაზია საქართველო, მისი მწვანე ბუნება, ზღვა და თოვლიანი მთები. დრონი მაძლევს თითქმის უსაზღვრო თავისუფლებას - ზუსტად ისეთს, როგორიც ფრინველს აქვს, რაც საშუალებას მაძლევს გადავიღო ხედები განსხვავებული, ნებისმიერი ტრაექტორიით.

 

თითოეული კადრი ასახავს ისეთ პეიზაჟს, როგორსაც სტატიკური კამერა ვერასდროს გადაიღებს. გარდა ამისა დრონი დაფრინავს შორ დისტანციაზე, რასაც ემატება კამერის ვერტიკალური პანორამული მოძრაობა. ყველაფერი ეს ქმნის უნიკალურ კადრს, რომელსაც თანდართული მუსიკა ამძაფრებს და განწყობას სძენს.

 


ბაჩო ზაქარეიშვილი

მხატვრული ფილმი - ქალაქი

 

ფილმში აღწერილია ახალგაზრდა გოგოს ისტორია, რომელსაც უწევს დღევანდელ რეალობაში გავრცელებულ სოციალურ და არა მარტო სოციალურ პრობლემებთან ბრძოლა.