კიბერუსაფრთხოების ცენტრის გუნდი შოთა რუსთაველის ფონდის კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

20 დეკემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის, კიბერუსაფრთხოების ცენტრის გუნდმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.



პროექტის ახალგაზრდა მეცნიერია კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი იაშვილი. ახალგაზრდა მეცნიერის მენტორი კი კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი მაქსიმ იავიჩი.


გამარჯვებული პროექტის თემა არის “ახალი უსაფრთხო და ეფექტური პოსტ-კვანტური ციფრული ხელმოწერის სქემა ინტეგრირებული შემთხვევითი რიცხვების გენერატორით”.


კვლევა იქნება ფოკუსირებული პოსტ-კვანტური ციფრული ხელმოწერების ოპტიმიზაციაზე და მათში ფსევდო-შემთხვევითი და კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორების ინტეგრაციაზე. კვლევის ფარგლებში დეტალურად იქნება შესწავლილი როგორც შემთხვევით, ისე კვანტურ შემთხვევითი რიცხვების გენერატორებს, რათა გაუმჯობესდეს მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება.

 

შედეგები შემოწმდება კვანტურ ლაბორატორიაში, რომელიც ახლო მომავალში შეიქმნება კავკასიის უნივერსიტეტში. ეს ლაბორატორია იქნება პირველი კვანტური ლაბორატორია საქართველოში და ყველაზე განვითარებული რეგიონში.


პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს.