საერთაშორისო სკოლა "კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი" დასრულდა

10 ნოემბერი 2023

წარმატებით დასრულდა სეზონური სკოლის პროექტი -  საერთაშორისო სკოლა "კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი".

 

სეზონური სკოლის ხელმძღვანელი იყო პროფესორი მაქსიმ იავიჩი. პროექტის ფარგლებში,ლექციებს ასევე კითხულობდნენ გიორგი იაშვილი და ავთანდილ გაგნიძე. პროგრამაში უცხოელი ლექტორების სახით ჩართულები იყვნენ მსოფლიო დონის სპეციალისტები, პროფესორები: ჰარალდ ვერცი (საფრანგეთი), აუდრიუს ლოპატა და ილონა ვეიტაიტე (ლიეტუვა), რავი რაო (ამერიკის შეერთებული შტატები), რაზვან ბოქუ (რუმინეთი), რომან ოდარჩენკო (უკრაინა) და შერზოდ გულუმოვი (უზბეკეთი).

 

პროექტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ორგანიზებაში ასევე იყო ჩართული კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია.

 

სკოლის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს კიბერ უსაფრთხოება, ხელოვნურ ინტელექტი და მისი გამოყენება კიბერ უსაფრთხოებაში.

 

სეზონური სკოლის სემინარები ჩატარდა 23 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით. პროგრამის ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.