პანელური დისკუსია - „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“

30 მარტი 2023

30 მარტს,  კავკასიის  უნივერსიტეტს, “ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ („Women in Cyber”) ინიციატივით, ბრიტანელი და ქართველი ექსპერტები ეწვივნენ. შეხვედრის თემა იყო: „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“. 

 

სპიკერები: ჯოელ ჩუეიფატი - გენდერის მიმართულების მრჩეველი; ნატა გოდერძიშვილი - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი; რიჩარდ ქეინი - უსაფრთხოების კონსულტანტი.

 

ასევე, RUSI-ის კვლევის მიგნებები წარადგინეს (გენდერული პერსპექტივა) ნათია სესკურიამ - დირექტორი, RISS და თათია ჩიხლაძემ - უფროსი მკვლევარი, RISS.

 

საგანმანათლებლო შეხვედრები მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას კიბერუსაფრთხოების მზარდი პოტენციალისა და კიბერუსაფრთხოების შრომის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო კიბერჰიგიენის ძირითადი პრინციპები და პრაქტიკები, გლობალური ტენდენციები და გამოწვევები. 

 

საგანმანათლებლო სესიების ძირითადი დანიშნულებაა გოგონების კიბერუსაფრთხოების სექტორში ჩართულობის გაზრდა, მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების დასაქმების ბაზარზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ამ სფეროში დასაქმების შესაძლებლობების დემონსტრირება, და მათი STEM მიმართულებით, უფრო კონკრეტულად კი, კიბერუსაფრთხოების მხრივ მომავალი პროფესიული საქმიანობის წახალისება.