ტურიზმის სკოლის სტუდენტები "პურის ფესტივალზე" - ახალციხეში

27 ოქტომბერი 2022

22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ახალციხეში-რიგით მეოთხე "პურის ფესტივალზე" იმყოფებოდნენ.

 

„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად 2010 წლიდან, უკვე მეოთხედ, იმართება  ახალციხეში.

 

ფესტივალის მიზანია, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

 

ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ტურიზმის პროგრამის სტუდენტები. კავკასიის უნივერსიტეტიდან შერჩეული იქნა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ორი სტუდენტი: მარიამ სტეფნაძე და ნინი მერაბიშვილი. სტუდენტებმა  მონაწილეობა მიიღე მასტერკლასებში, დააგემოვნეს ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პური, ადგილობრივი ტრადიციული კერძები, დაათვალიერეს ეთნოგრაფიული ნაკეთობები და დაესწრნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს.