გასვლითი ლექცია იმერეთში

9 ივნისი 2023

7 ივნისს ტურიზმის სკოლის მესამე კურსელებისთვის საგანში „ტურიზმის დაგეგმვა და ადგილის მენეჯმენტი“ მოეწყო გასვლითი ლექცია იმერეთში.

 

სტუდენტებმა მოინახულეს იმერეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO). ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს ჩაუტარეს პრეზენტაცია, სადაც განხილული იყო შემდეგი საკითხები:

 

  • ორგანიზაციის მისია და მიზნები;
  • განხორციელებული პროექტები;
  • დაგეგმილი აქტივობები;
  • წინა წლის ანგარიშის მიმოხილვა;

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა მათთვის სასურველი კითხვები დასვეს და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

 

გასვლითი ლექციის მეორე ნაწილში სტუდენტები ესტუმრნენ აგროსახლ „ქორენას“ სადაც მასპინძელმა - მაიკო კეზევაძემ ჩაატარა გასტრონომიული მასტერკლასი და გვიამბო საკუთარი წარმატების ისტორიის შესახებ, შემდეგ კი მასპინძელი ადგილობრივი ავთენტური კერძებით გაუმასპინძლდა სტუდენტებს.

 

ტურს ესწრებოდა კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი - დიკო კოპალეიშვილი, ადმინისტრაციული დირექტორი - თორნიკე ფურცელაძე და მოწვეული ლექტორი - თამარ ახალბედაშვილი.