12, 13 და 14 ივნისს, კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების ოფიციალური დაცვა გაიმართა. კომისიის წინაშე 31 სტუდენტი წარსდგა.
დაცვაზე წარდგენილ იყო შემდეგი თემატიკის ნაშრომები: ენოტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში; გაცნობიერებული ტურიზმი; რაჭის და მწვანე კონცხის მარკეტინგული გეგმა; სანადირო ტურიზმის განვითარება საქართველოში; საქმიანი ტურიზმის განვითარება; საკრუიზო ტურიზმის განვითარება საქართველოში; კახეთის რკინიგზა, როგორც ტურისტული ატრაქცია და ა.შ.
კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ტურიზმის სკოლის დეკანი, დიკო კოპალეიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები თეიმურაზ ხუციშვილი და გიორგი ბრეგაძე, ასისტენტ-პროფესორები ლევან წიქარიშვილი და ამავე სკოლის ადმინისტრაციული დირექტორი, თორნიკე ფურცელაძე, ასევე, მოწვეული ლექტორები: ნინო თიგიშვილი, ქეთევან თევზაძე და ლალი ოქროშიძე. დაცვას, ასევე, ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები და სტუდენტები.