კავკასიის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, თამარ გეგელიას თანაავტორობით, გამოიცა წიგნი - სისხლის სამართლის მოქმედების ფარგლები.
წიგნში განხილულია კრიმინალიზაციის შემბოჭავი პრინციპები, კერძოდ, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის პრინციპი, ზიანის პრინციპი, Ultima Ratio პრინციპი და კანონიერების პრინციპი. წიგნში კრიტიკულად არის გაანალიზებული საქართველოს რეალობა, გადაჭარბებული კრიმინალიზების ტენდენციები.
წიგნი გამოიცა ფონდი ღია საზოგადოებას ფინანსური მხარდაჭერით.
წიგნი იხილეთ ბმულზე.