პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს სასტუმროს მართვისა და ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნა და შესძინოს ამ მიმართულებით საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამის მსველობისას განხილული იქნება სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით.
პროგრამის შესწავლის შედეგად მსმენელები შეძლებენ განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა უკეთ შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება, პრობლემების გადაჭრა და დასახული ამოცანების შესრულება.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.