მსოფლიოში სამედიცინო სექტორი მზარდი, სწრაფად განვითარებადი და ტექნოლოგიურ სიახლეებზე ორიენტირებული დარგია. განვითარებული მოვლენის - СOVID 19-ის პანდემიის გამო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა როგორც ჯანდაცვის სისტემა, ისე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები.
ახალი რეალობიდან, პანდემიის შემდგომი და დარგში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალ გამოწვევებთან გამკლავება, პერსპექტივების გაანალიზება და სამედიცინო დაწესებულებების საჭიროებებიდან გამომდინარე განვითარების ახალი სტრატეგიების შემუშავება.
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს სამედიცინო მენეჯმენტით დაინტერესებულ პირებს გაანალიზონ: დარგის აქტუალური საკითხები, სამედიცინო დაწესებულებების მართვისთვის მნიშვნელოვანი საკითხების თეორიული და პრაქტიკული გადაწყვეტის შესაძლებლობები, ახალი რეგულაციები, სამართლებრივი საკითხები, შრომის უსაფრთხოება, ორგანიზაციის წარმატებით მართვისთვის აუცილებელი კომპონენტები, სამედიცინო სერვისის მარკეტინგისა და კომუნიკაციის შესაძლებლობები, სამედიცინო ხარისხის განვითარებისა და რისკის მენეჯმენტის როლი. თითოეული მოდულის გავლის შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენონ და განსხვავებულად გაიაზრონ მათ წინაშე მდგარი ამოცანები, კომპლექსურად შეხედონ ამოცანების გადაჭრის გზებს და შედეგებს.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.