Grenoble-ისა და CSB-ის ერთობლივ MBA პროგრამაზე მიღება დაიწყო

30 ოქტომბერი 2023

28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მე-16 მიღებისთვის სწავლა დაიწყო.

 

სტუდენტებს სიტყვით მიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ.

 

ორმაგი ხარისხის MBA პროგრამის სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტში შეხვდა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის MBA პროგრამის დირექტორი ჩანდრა დალ პონტი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო პროგრამის სტრუქტურა, შემადგენლობა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

 

ასევე, სტუდენტებს დისტანციურად შეხვდა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ასოცირებული დეკანი დეკანი, დოქტორი-ფილიპ მონინი.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა უკვე თვრამეტი წელია ფუნქციონირებს და გასცემს ბიზნესის ადმინისტრირებაში ორმაგი ხარისხის დიპლომს.

 

პროგრამა ერთადერთია საქართველოში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, რომელიც Financial Times-ის მსოფლიოს სამაგისტრო პროგრამების ნუსხაშია.

 

პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით.