17-19 იანვარს, Startup Büro-ს, UNDER 30 • Forbes Georgia-ს, Axel-ის, Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებითა და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართა.
ჰაკათონის ფარგლებში, Axel-ის რჩეული გუნდი გახდა #შენცგეხება, რომელიც დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებით: ნინი აფციაური, მარიამ მაღრაძე, ნინი ნაცვლიშვილი, ლაშა ცუხიშვილი.
სტარტაპი #შენცგეხება უზრუნველყოფს ქვეყანაში მომხდარი სხვადასხვა საკანონმდებლო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილების მოსახლეობისთვის მარტივად მიწოდებას. აღნიშნული გულისხმობს ინფორმაციის პერსონალურად მიწოდებას, თუ როგორ შეეხება ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელს ან/და კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ ადამიანს კონკრეტული ცვლილებები, რაც შორეულ პერსპექტივაში გაზრდის სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი(Axel), პარტნიორებთან ერთად, შექმნის ჰაკათონის შედეგების იმპლემენტაციისთვის სატრენინგო პროგრამას, რომელშიც რჩეული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. მათთან იმუშავებენ Axel-ის წევრი ანგელოზი ინვესტორები, რათა დაეხმარონ სწორი ბიზნეს მოდელების შექმნასა და პროდუქტის ბაზარზე დანერგვაში. პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიზიდონ ინვესტორებისგან ფინანსური მხარდაჭერაც.
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: Forbes Under 30, პუბლიკა, Loialte, Contractor, GEC Consulting.