CSB Alumni Talks - ვახო კაჭარავა

8 დეკემბერი 2022

8 დეკემბერს, CSB Alumni Talks ფარგლებში, საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი და კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ვახო კაჭარავა, წარუძღვა.

 

ღონისძიების ფარგლებში, სპიკერმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, თუ რა გზა განვლო კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტობიდან საქართველოში ტოპ 3 კომპანიიდან ერთ-ერთის აღმასრულებელ დირექტორობამდე. ასევე, ისაუბრა თეგეტა ჰოლდინგში მუშაობისას არსებული კრიზისებისა და გამოწვევების  დაძლევის გზებზე. სპიკერმა კავკასიის ბიზნესის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე სპიკერისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

CSB Alumni Talks არის შეხვედრების სერია, რომელიც სტუდენტებს თუ სხვა დაინტერესებულს პირებს შესაძლებლობას აძლევს, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ და მოისმინონ მათი გამოცდილება თუ ისტორია.