გრენობლის მენეჯმენტის სკოლის Executive MBA პროგრამა ევროპის მასშტაბით 4 ადგილით დაწინაურდა

20 ივლისი 2024

გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) Executive MBA პროგრამა QS Quacquarelli Symonds-ის 2024 წლის რეიტინგებში წამყვან პოზიციებს იკავებს.

 

პროგრამა ევროპის მასშტაბით მე-18, ხოლო საფრანგეთში მე-6 ადგილზეა რეიტინგში, რაც ხაზს უსვამს პროგრამის განსაკუთრებულ ხარისხს. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით წელს პროგრამა 4 ადგილით დაწინაურდა.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლა და გრენობლის მენეჯმენტის სკოლა (GEM) ერთობლივ MBA პროგრამას ახორციელებს, რომელიც საბოლოოდ გასცემს ორმაგ ხარისხს.

 

პროგრამაზე გამოცხადებულია მეჩვიდმეტე მიღება, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე.

 

ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე