ჯანდაცვის მენეჯმენტის ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

15 დეკემბერი 2023

15 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჯანდაცვის მენეჯმენტის ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემები იყო: „რატომ და როგორ უნდა გავხდე კლინიკის მენეჯერი?“; „კლინიკის მენეჯერის კარიერა“; „როგორ გავხდი წარმატებული კლინიკის მენეჯერი“.

 

სპიკერები იყვნენ:  თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; სოფო ხაჟომია, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და მარიამ ვარდუკაძე, ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული, ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ადმინისტრაციული მენეჯერი.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე სპიკერებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

ვორკშოპის დასასრულს, აბიტურიენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.