6 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, CU-ის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთან - ლევან გიორგაძესთან, შეხვედრა გაიმართა.
ლექციის თემა იყო „ბიზნესის გული“, რომლის ფარგლებშიც სპიკერმა მსმენელებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ისაუბრა საზრისსა და მის მნიშვნელობაზე ბიზნესში.
ლევან გიორგაძე არის: Bubblehead-ის დამფუძნებელი და MediClubGeorgia-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ლექციის ბოლოს სპიკერმა მსმენელებისთვის წიგნი - ,,ბიზნესის გული’’ გაათამაშა.